„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა 1921 წლის თებერვალში კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგეს.
“დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული დღეა. დღე, როდესაც ჩვენი არჩევანი, ვყოფილიყავით თავისუფლები და ევროპის ნაწილი – საბჭოთა რუსეთმა სისხლში ჩაახშო. დღეს პატივი უნდა მივაგოთ იმ ხალხის ხსოვნას, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა იმას, რომ ჩვენ გვქონოდა საფუძველი იმისა, რაზეც დღეს ჩვენი თავისუფლება უნდა დავაფუძნოთ. ეს დღე გვახსენებს იმას, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, რომ არავის დავუთმოთ ეს თავისუფლება. ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, არ დავუშვათ ამ ისტორიის სრულფასოვანი პარალელი, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ხელიდან გავუშვათ შანსი თავისუფალ ოჯახში დასაბრუნებლად”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.