გიორგი მარგველაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმსჯელეს, ასევე საუბარი შეეხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს. შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები დაესწრნენ.
„დღეს სახელმწიფოს მეთაურთან, ძირითადად, ორი საკითხი იყო განხილული, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც დღითი დღე უარესდება. ჩვენ მოვითხოვეთ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრა, მაგრამ მას შემდეგ საგრძნობლად დამძიმდა ვითარება, პრაქტიკულად კოლაფსის წინაშეა ეკონომიკა, ამიტომაც ჩვენ მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ შედგეს საგანგებო სხდომა, რომელზეც აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ძალა ვიმსჯელებთ გამოსავალზე და ჩვენს მოსაზრებას ეკონომიკურ გუნდს მივცემთ. ამასთანავე, ჩვენ მათგან მოვისმენთ, რა იგეგმება ეკონომიკის კოლაფსიდან გამოყვანისთვის. რაც შეეხება მეორე თემას, ეს იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. სხვათა შორის, ჩვენ პირველად მოგვეცა საშუალება, ქვეყნის პრეზიდენტთან გვესაუბრა მას მერე, რაც პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან მიმართების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განცხადებები გააკეთა, ბუნებრივია, მკაფიოდ უნდა გაიწეროს, თუ რა უფლებამოსილებები აქვს ამ გადაცდომების შემდეგ სპეცწარმომადგენელს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

11012308_911455962210231_257924220_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები