„კოალიცია დემონსტრირებს, რომ სანამ მარგველაშვილი იმას არ წარადგენს, ვინც უმრავლესობას უნდა, ისინი კანდიდატს პარლამენტში არ გაიყვანენ“

პეტრე მამრაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ თავმჯდომარის დამტკიცების პროცესი გაწელოს მანამ, სანამ პრეზიდენტი მმართველი გუნდის სასურველ კანდიდატს არ წარადგენს.
„პლასტელინმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ბევრი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, – ჯერ იმ უაზრო კამათით, ვინ სად უნდა წავიდეს, თუ იმით, რომ არ შეასრულა თავისი ვალდებულება, მაგრამ ამ შემთხვევაში მან დაუჯერა მრჩევლებს და ისეთი პროცედურა ჩაატარა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევისას, რომ სამოქალაქო სექტორთან და იურისტებთან პრობლემები მოხსნა. კოალიცია კი ამ დროს დემონსტრირებს, რომ სანამ მარგველაშვილი იმას არ წარადგენს, ვინც უმრავლესობას უნდა, ისინი კანდიდატს პარლამენტში არ გაიყვანენ. ველოდები იმას, რომ ეს პროცესი შესაძლოა, სამარცხვინოდ გაგრძელდეს და საკმაო ხანს თავმჯდომარე არ შეირჩეს. ეს იქნება კრიზისის ერთ-ერთი სახე“,- აღნიშნა მამრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები