ყვარლის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას მოხუცი ქალი ემსხვერპლა

ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფაქტი „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, “მიცუბიშის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. შემთხვევის დროს მანქანაში ოთხი მგზავრი იმყოფებოდა. მოხუცებული ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით, ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც „კვრას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 276-ე მუხლით, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები