საქართველოს პრეზიდენტი ზურაბ აბაშიძის განცხადებებს გამოეხმაურა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მიერ “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უფრო ზუსტად უნდა იყოს დიფერენცირებული, რომელი სახელმწიფო უწყება რა თემაზე აკეთებს კომენტარს.
“მე დაახლოებით ორი კვირის წინ მოკლედ, ხოლო ჩემმა მრჩეველმა უფრო ვრცლად გავაკეთეთ კომენტარი იმის თაობაზე, რომ არსებულ ძალიან რთულ ვითარებაში – როგორც გეოპოლიტიკურად, ისე რუსეთის ფედერაციასთან რთული ურთიერთობის ფონზე, ჩვენ უფრო ზუსტად უნდა გვქონდეს დიფერენცირებული, რომელი სახელმწიფო უწყება რა თემებზე აკეთებს კომენტარს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის ახალ ფორმებს განიხილავს და მიესალმება, თუ მოსკოვს ექნება გაზრახვა, პირდაპირ კონტაქტებს ხელი შეუწყოსო.