შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, გენერალური ინსპექციის დებულება გასაჯაროვდა
მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, შსს-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეპარტამენტის – გენერალური ინსპექციის დებულება გასაჯაროვდა. ანტიკორუფციული სააგენტოს და კრიმინალური პოლიციის შემდეგ გენერალური ინსპექციის დებულება რიგით მესამე დოკუმენტია, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება. დებულება უკვე გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეში“. გენერალური ინსპექცია ახდენს სამინისტროში დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არასათანადო შესრულებისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის აქტების გამოვლენასა და მათზე რეაგირებას. გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ ნომერია “126”.