“სააკაშვილის ხელისუფლებას ძალიან სჭირდებოდა ის, რომ ბურჯანაძისთვის მიეკერებინა რუსული იარლიყი”

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მას ყოფილმა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად შეუქმნა პრორუსული იმიჯი. განმარტება ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გადაცემა “არჩევანში” გააკეთა.
“სააკაშვილის ხელისუფლებას ძალიან სჭირდებოდა ის, რომ ბურჯანაძისთვის მიეკერებინა რუსული იარლიყი. დამისახელეთ ერთი პრორუსული განცხადება ჩემი, ან ჩემი გუნდის. ჩვენი განცხადებები არის ეროვნული და ქართული. მოდით დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, დღეს საქართველო არ არის იმაზე თავისუფალი, ვიდრე გნებავთ იყო საბჭოთა კავშირის პერიოდის ბოლოს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები