გიორგი მარგველაშვილი: ნებისმიერი ქართველი მზადაა, უკრაინაში იმსახუროს

ქართველები, უკრაინელებთან საერთო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, მზად არიან უკრაინაში იმსახურონ, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინულ გამოცემა “День”-თან ვრცელ ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, ის და უკრაინის პრეზიდენტი, პოროშენკო, ქართველი და უკრაინელი ხალხის არჩეულია, ამიტომ ისინი მათ წინაშე ვალდებულნი არიან შეასრულონ ყველა დაპირება, რაც მათგან ორი ქვეყნის ხალხმა მიიღო.
“მე და პოროშენკოს მანდატი ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა მოგვცა. ეს გვავალდებულებს, რომ გავამყაროთ მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. რომ არ ვასრულებდეთ ამ ვალდებულებას, ჩვენ კი ვასრულებთ, მაინც ვერ შევძლებდით ქართველებისა და უკრაინელების წაჩხუბებას, ვინაიდან ისტორიული ფესვები და საერთო მიზნები გვაერთიანებს. პირიქით, ჩვენ ვმუშაობთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ჩვენი სიყვარულისა და მეგობრობიდან, ასევე სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ქართველი მზადაა, უკრაინაში იმსახუროს. უკრაინის არჩევანია, რომელ ქართველს მიიწვევს. ჩვენი მეგობრობა უკრაინელებთან არა ინდივიდებზე, არამედ ისტორიულ კეთილმეზობლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე დგას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები