გიორგი მარგველაშვილი: მე ვემსახურები იმ კონსტიტუციას, რომელზეც დავიფიცე

მე კონსტიტუციონალისტი არ ვარ. მე დავიფიცე კონსტიტუციაზე და ვემსახურები იმ კონსტიტუციას, რომელზეც დავიფიცე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინულ გამოცემა “День”-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამავე ინტერვიუში მარგველაშვილმა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბჭოთა საქართველოს, სადაც ის დაიბადა, შესანიშნავი კონსტიტუცია ჰქონდა.
“მე კონსტიტუციონალისტი არ ვარ. მე დავიფიცე კონსტიტუციაზე და ვემსახურები იმ კონსტიტუციას, რომელზეც დავიფიცე. ეს უკვე პოლიტიკური თეორეტიკოსების, მიმომხილველების თემაა, დაე, მათ იფიქრონ ამაზე. მე მინახავს ქვეყნები, სადაც ნებისმიერი დემოკრატია მუშაობს და, სხვათა შორის, მე დავიბადე ქვეყანაში, სადაც შესანიშნავი კონსტიტუცია იყო, მაგრამ ის არ მუშაობდა. ეს იყო საბჭოთა კავშირი – საბჭოთა საქართველო. მთავარია ემსახურო იმ კონსტიტუციას, რომელიც გაქვს. როდესაც არჩევნებზე მივდიოდი, ვიცოდი, რაზეც მივდიოდი. ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა, ოღონდ არა კონსტიტუციის, არამედ იმის გამო, რომ უზარმაზარი მოლოდინები იყო. ეს რთული, გარდამავალი პროცესია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები