ზურაბ აბაშიძე განმარტებას აკეთებს: ადამიანებს ტვინს რატომ ურევენ…
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე “რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ოპონენტებს პასუხობს. აბაშიძის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი ჟენევის ფორმატს საფრთხეს არ უქმნის. მისი თქმით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მზადყოფნა არაერთხელ გამოთქმულა, შესაბამისად, ოპონენტების ბრალდებები აბსურდულია. “რაც მოხდა ჩემს განცხადებებთან დაკავშრებით, ეს არის აბსურდიის თეატრი, ჟენევის ფორმატთან არავითარი კავშირი არ აქვს ამ თეზას. ერთმანეთს ავსებს. ჩვენ ოდესმე უარი გვითქვამს აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგზე?! ადამიანებს ტვინს რატომ ურევენ“?- აღნიშნა აბაშიძემ.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მიესალმება, თუ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგში რუსეთი თბილისს ხელს შეუწყობს. ამის შესახებ მან “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში ისუბრა.
“თუ დიალოგი დაიწყება და რუსეთი სინამდვილეში ხელს შეუწყობს და მოტივირებას მოახდენს პირდაპირ დიალოგს ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის, მზად ვართ, სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გარკვეული დროით გვერდზე გადავდოთ და ისეთი საკითხები განვიხილოთ, როგორიცაა ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ბიზნესი, განათლება, ჯანდაცვა, წყალი, გაზი. მოდი, გადავწიოთ საერთო წითელი ხაზები და დავიწყოთ ადამიანური პრობლემებით”, – განაცხადა აბაშიძემ “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში. “როსნეფტის” რაღაც შვილობილი კომპანიები აფხაზეთში ბიზნესით არიან დაკავებულნი. ამიტომ ჩვენმა სპეციალისტებმა დაიწყეს ამ საკითხის შესწავლა”, – განაცხადა აბაშიძემ.