„ავთანდილ ბერიძე დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს“

„აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს“,- აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მურმან დუმბაძემ ავთანდილ ბერიძეს პოლიტიკური ორიენტაციის წამდაუწუმ შეცვლაში დასდო ბრალი. მისი თქმით, ის თანამდებობიდან გადაყენებული უნდა იქნას.
„ბერიძე „გაბერუჩაშვილდა“. მიმაჩნია, რომ ასეთ პოლიტიკურ თანამდებობას არ უნდა იჭერდეს ადამიანი, რომელიც წამდაუწუმ პოლიტიკურ ორიენტაციას იცვლის. ეს პოლიტიკური თანამდებობაა და მან პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. უხსოვარი წარსულიდან მოყოლებული, ავთანდილ ბერიძე ჩემი მეგობარია. ის პრინციპული და თანამიმდევრული ადამიანი იყო, მაგრამ მან ეს თვისებები ბოლომდე ვერ შეინარჩუნა და გაბერუჩაშვილდა. მან შეიცვალა ორიენტირი, ამიტომ ის გადაყენებული უნდა იქნას დაკავებული თანამდებობიდან“,- განაცხადა მურმან დუმბაძემ.
დუმბაძემ კომენტარი მისსა და „ნაციონალებს“ შორის კავშირზეც გააკეთა. მურმან დუმბაძისა და ყოფილი სახელისუფლებო გუნდის გარიგების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დუმბაძემ კატეგორიულად უარყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები