ემზარ კვიციანი აფრასიძეებზე: შეიძლებოდა დაეჭირათ, მაგრამ მათ აწყობდათ, რომ ის დაეხვრიტათ

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აფრასიძეების საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების წევრების გარდა, აღნიშნულ საქმეში იმ სვანი მოსახლეობის გვარებიც უნდა გამოიკვეთოს, რომლებიც მათ ამ სპეცოპერაციის დროს ეხმარებოდნენ. „აფრასიძეების საქმეში გიორგი ბარამიძის ბრალეულობის გარდა, კიდევ იმ ადამიანთა გვარებიც უნდა გამოიკვეთოს, ვინც სვანების მხრიდან ეხმარებოდა მათ ამ საქმეში. ჩვენ სვანების შეკრება გვექნება და მოვითხოვთ, ძიებამ დაადგინოს ამ საქმეში გარეული სვანები. ერთი კაცის დაჭერა, რომელიც არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ ოჯახისთვისაც კი პრობლემა იყო, შესაძლებელი იყო, მაგრამ გამოსარკვევია, ვის აინტერესებდა მისი დახვრეტა? მათ აწყობდათ დახვრეტა. ვინ მიიტანა იქ 200 000 ვითომ კალაძის გამოსახსნელად, ეს უნდა გაირკვეს. მათ გასცეს ადამიანის დახვრეტის ბრძანება მაშინ, როდესაც დახვრეტის მუხლი საქართველოში არ არსებობს“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები