ირაკლი სესიაშვილი: კომიტეტების თავმჯდომარეების საკითხზე კოალიციურ რეჟიმში ვმუშაობთ

საკანონმდებლო ორგანოში “თავისუფალი დემოკრატების” შემცვლელებზე მსჯელობენ. თუ ვინ იქნებიან საფინანსო, ევროინტეგრაციისა და გარემოს დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეები, ისევ უცნობია. უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს. “საკითხზე, რა თქმა უნდა, კოალიციურ რეჟიმში ვმუშაობთ და კანდიდატურებიც არსებობენ. თუმცა, ვმსჯელობთ. რომელ კანდიდატურებსაც შესაბამის თანამდებობებზე წარვადგენთ, ამას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს და პარლამენტი კენჭს უყრის”, -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 23 თებერვალს პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარემ დავით ონოფრიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა საკუთარი სურვილით დატოვეს აღნიშნული თანამდებობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები