გუდაურში ვერტმფრენი ჩამოვარდა

გუდაურში კომპანია „თუშეთის“ ავიახაზების კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. ბორტზე კატასტროფის მომენტში ერთი პილოტი და ოთხი მგზავრი იმყოფებოდა. არცერთი მათგანი არ დაშავებულა. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ვერტმფრენი მთაში დაჯდომის დროს დაზიანდა. სავარაუდო მიზეზად კი ძლიერი ქარი სახელდება.
„მაღალ მთაში დაჯდომისას დაიმტვრა ვერტმფრენი. ეკიპაჟიც და მგზავრებიც კარგად არიან. ჩამოვიყვანეთ. ევაკუაცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ სჭირდებოდათ. არანაირი სერიოზული სამედიცინო ჩარევა არ სჭირდებათ, თუმცა გადიან სამედიცინო შემოწმებას“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა რატი ძერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები