საკრებულოში ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილი პროექტები განიხილეს

თბილისის მინიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს.
პროექტები საკრებულოს წევრებს დასამტკიცებლად მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერიკაშვილმა წარმოუდგინა. კომისიის წევრებმა სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დადებითი რეკომენდაცია მისცეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოციალური მეწარმეებისა და შშმ პირების საქმიანობის წარმოჩენა და ტურიზმის სექტორში მოღვაწე ორგანიზაციების ხელშეწყობა, ასევე ტურისტული ღირშესანიშნაობების “მობილური გიდის” ფარგლებში ბარკოდებით აღჭურვა, თბილისის მარკეტინგული ლოგოსა და სუვენირის გამოსავლენად კონკურსის ჩატარება. “მობილური გიდი’’ მოიცავს ღირშესანიშნაობების შესახებ ხმოვან და ტექსტურ ინფორმაციას, რუკას მასზე დატანილი 89 ტურისტული ობიექტით თავისი სპეციალური ნუმერაციის მიხედვით. როგორც საკრებულოში განმარტავენ, აღნიშნული პროექტი ემსახურება როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე უცხო ქვეყნის ვიზიტორებისთვის ქალაქის შესახებ ინფორმაციის გამარტივებული წესით მიღებას.
რაც შეეხება კონკურსს, მის საფუძველზე შეირჩევა მარკეტინგული ლოგოს ქართული ვარიანტი, ასევე გამოვლინდება ქალაქის ბრენდული სუვენირი. ამავე სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს მეწარმეების ან მეწარმეობის დაწყების მსურველეთა დახმარებას, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ბიზნესის დაწყებასა და განვითარებას. პროექტი, რომლის განხორციელება დასაქმებას შეუწყობს ხელს, ამავდროულად, ახალი სამუშაო ადგილების შენარჩუნება-განვითარებასაც გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები