ზურაბ აბაშიძე ბრიუსელში ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე სასაუბროდ გაემგზავრა

მომდევნო ორი დღის განმავლობაში ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ბრიუსელში იმსჯელებენ. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში უკვე ბელგიის დედაქალაქშია და კონსულტაციებისთვის ემზადება. ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ შეხვედრები ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთან გაიმართება, თუმცა ვისთან შედგება მოლაპარაკებები, ის არ აკონკრეტებს.
“ვისაუბრებთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ჩემთვის ეს არის მთვარი თემა. გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებას, რა პრობლემები გვაქვს, როგორ ვხედავთ ვითარებას, მოვუსმენთ რჩევებს -ამას ჩვენ სულ ვაკეთებთ, მე მაქვს მუდმივად მჭიდრო კონტაქტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ასე რომ, ვფიქრობ, პრაღაში შეხვედრის წინ მსჯელობა ურიგო არ იქნება “, – განუცხადა “კურიერს“ ზურაბ აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძესთან ერთად, ბრიუსელში შეხვედრებს დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ვიზიტის დასრულების შემდეგ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი უკვე პრაღაში გაეგზავრება, სადაც 26 თებერვალს კარასინი-აბაშიძის მომდევნო შეხვედრაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები