დავით საგანელიძე: იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩაშლის მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებები სოსო ჯაჭვლიანმა უნდა გააკეთოს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ჩაშლის მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებები სოსო ჯაჭვლიანმა უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, დავით საგანელიძემ განუცხადა.
საგანელიძის თქმით, ფრაქციასთან და კომიტეტთან დაკავშირებით კითხვების მასთან დასმა არასწორია, რადგან ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და მის მოვალეობას სოსო ჯაჭვლიანი ასრულებს.
იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ წარმოადგინა ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების, ზაქარია ქუცნაშვილისა და კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლეები სოსო ჯაჭვლიანმა განმარტებების გაკეთება არ ისურვა. იგი ფრაქციის დახურულ სხდომას უძღვებოდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ნინო გვენეტაძისთვის უნდა მოესმინათ, დღეს ორჯერ ჩაიშალა. სხდომის ჩაშლის მიზეზი კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნების“ წევრების მიუსვლელობა და კვორუმის არარსებობა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები