მოიმატებს თუ არა დენისა და გაზის ტარიფი? – კახა კალაძე ექსპერტებს პასუხობს

ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ექსპერტები ქვეყანაში დენისა და გაზის ტარიფის მომატებას ვარაუდობენ. მათი განცხადებით, ლარის კურსის დაცემასთან ერთად ეს პროცესები ავტომატურ რეჟიმში დაიწყება. ექსპერტები გამოსავალს აქტიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში ხედავენ.
„ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე დენის ტარიფი უნდა გაიზარდოს. ბუნებრივია, ლარის დევალვაცია უნდა იწვევდეს ტარიფის გაზრდას“, – განაცხადა გიგი ბედინეიშვილმა.
ექსპერტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უპასუხა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია მოიმატებს თუ არა კომუნალური გადასახადები.
„ტარიფებთან დაკავშირებით მუშაობს მარეგულირებელი კომისია. სამინისტროს მხრიდან ჩვენც ჩართულები ვართ და უახლოეს მომავალში ყველაფერი გახდება ცნობილი – როგორ, რა მიმართულებით და რა ფორმით იქნება. პროცესი მიმდინარეობს და წინასწარ გამიჭირდება იმის თქმა, ტარიფი მოიმატებს, თუ დარჩება არსებული“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები