დავით საგანელიძე: ნინო გვენეტაძის საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება

საპარლამენტო ფრაქცია “ქართულ ოცნებას” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობაში არიან დეპუტატები, რომელთაც განსხვავებული მოსაზრება აქვთ და თემაზე კონსულტაციები გაგრძელდება.
ფრაქციის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის გარდა იმ ვაკანტურ პოსტებთან დაკავშირებითაც იმსჯელეს, რომელიც ოთხ საპარლამენტო კომიტეტში გაჩნდა. დავით საგანელიძის თქმით, კომიტეტის ახალ თავმჯდომარეებთან დაკავშირებით არცერთ კონკრეტულ დეპუტატზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და კონსულტაციები გაგრძელდება.
პარლამენტში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. ამასთან, იწყება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ნინო გვენეტაძეს მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები