ეკა ბესელია: გვახსოვს პერიოდი, როცა სახელმწიფო ქონებას პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის პასუხისგებაში მიცემას ეხმაურება. ბესელიას თქმით, საზოგადოება უნდა დაელოდოს გამოძიების დასრულებას და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების გამოყენება პირადი ინტერესებისთვის ხშირად ხდებოდა.
„კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც სახელმწიფო რესურსები და პირადი ინტერესები ერთმანეთში ისე იყო შეზავებული, რომ საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირებს, წინა წლებში, არ ჰქონდათ ეს პასუხისმგებლობა გააზრებული და ძალიან ხშირად ვხვდებოდით ისეთ ფაქტებს, როდესაც ხდებოდა პირადი ინტერესებისთვის რესურსების გამოყენება”, – აღნიშნა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები