“საქართველო და უკრაინა გააგრძელებენ ყველა დონეზე როგორც მეგობრულ, ისე პარტნიორულ ურთიერთობებს“

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, საქართველო და უკრაინა გააგრძელებენ ყველა დონეზე როგორც მეგობრულ, ისე პარტნიორულ ურთიერთობებს. კერესელიძემ მაიდნის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღირსების მარშზე საუბრისას განაცხადა, რომ მასში მონაწილეობა მიიღო მრავალი ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას და თანადგომას უკრაინელ ხალხს. ვუსურვებთ მათ გამარჯვებას იმ მიღწევებში, რომელსაც, სურთ, რომ გამოწვევების ფონზე მიაღწიონ. პრეზიდენტს ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა უკრაინელ კოლეგას, რომელთანაც ორმხრივი დიალოგი გამართა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო და უკრაინა გააგრძელებენ ყველა დონეზე როგორც მეგობრულ, ისე პარტნიორულ ურთიერთობებს“, – განაცხადა კერესელიძემ. დავით კერესელიძემ ასევე ისაუბრა ხარკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტზე. მისი თქმით, მოხდა სამწუხარო ფაქტი და, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, აფეთქებას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები