ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვა
დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა დატოვა. უმრავლესობის წევრები სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურაზ მსჯელობენ.
ქუცნაშვილის განცხადებით, მას არ სურს კოლეგებს რაიმე უხერხულობა შეუქმნას. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იმის გამო, რომ მათ გადაწყვეტილება თავისუფალ რეჟიმში შეძლონ, ფრაქციის სხდომას დროებით ტოვებს. ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ვინაიდან თავადაც ჰქონდა სურვილი, წარმოდგენილი ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ეს გარემოება ფრაქციის წევრებზე გარკვეულ უხერხულობას შექმნიდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა მიმდინარეობს. სხდომას უმრავლესობის წარმომადგენლებიც ესწრებიან და უზენაესი სასამართლოს კანდიდატის თემაზე მსჯელობენ.