პარლამენტში “ქართული ოცნების” სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა მიმდინარეობს. სხდომა მედიისთვის დახურულია. არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი დღევანდელ შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოყალიბებას შეეცდება.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გვენეტაძის მიმართ განწყობა, ძირითადად, პოზიტიურია, მაგრამ საჭიროა კონსულტაციები და ცალკეულ ჯგუფებს შორის ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბება. ასევე, უმრავლესობის წევრები, სავარაუდოდ, იმ ვაკანტურ თანამდებობებზეც იმსჯელებენ, რომელიც პარლამენტში “თავისუფალი დემოკრატების” გადადგომით გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები