დავით საგანელიძე: „თავისუფალი დემოკრატების” გადაწყვეტილება სწორია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ “თავისუფალი დემოკრატების” წევრების მიერ საპარლამენტო თანამდებობების დატოვება სწორი გადაწყვეტილებაა.
მისივე ინფორმაციით, ვინ შეცვლის “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს საპარლამენტო თანამდებობებზე, ჯერჯერობით უცნობია.
“მათი გადაწყვეტილება სწორია. რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეცვლის მათ, ამაზე მსჯელობა არ გვქონია. დღეს არ არის ეს თემა დღის წესრიგში. მოადგილე ყველაზე მეტად არის ამ თემებში ჩართული. არ მგონია, კომიტეტის გარედან იყოს სწორი პოსტზე დანიშვნა. ვეცდებით, სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ”, – განაცხადა საგანელიძემ.
დღეს “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში პარტიის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობები საკუთარი სურვილით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარე დავით ონოფრიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა დატოვეს.