ზახარჩენკომ დონეცკელებს 23 თებერვალი მიულოცა

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ ადგილობრივი ტელეარხის მეშვეობით დონეცკის ე.წ მოქალაქეებს საბჭოთა არმიისა და საზღვაო ფლოტის დღე 23 თებერვალი მოულოცა.
“ვულოცავ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ახლა ბრძოლის ველზე იმყოფებიან და რესპუბლიკას იცავენ”,- განაცხადა გუშინ ზახარენკომ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ კი აღნიშნა, რომ 23 თებერვალი მისთვის პოსტსაბჭოური დღესასწაულია და ამ დღის აღნიშვნას ის არ აპირებს. უკრაინელებს მან მსგავსი საქციელისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები