ვახტანგ ხმალაძის შეფასებით,”თავისუფალმა დემოკრატებმა” პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ვახტანგ ხმალაძის შეფასებით,”თავისუფალმა დემოკრატებმა” პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებიდან გადაყენების სურვილი გარკვეულ ჯგუფებში არსებობდა, თუმცა მისივე ინფორმაციით, მსგავსი გადაწყვეტილება უმრავლესობის მხრიდან მიღებული არ ყოფილა.
“რასაკვირველია, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე არის ოპოზიციის წარმომადგენელი, გარკვეული უხერხულობები შეიძლება წარმოიქმნას, მაგრამ ჯერჯერობით საკითხი კომიტეტის თავმჯდომარეების გადაყენების თაობაზე არ იდგა. ასეთი სურვილი გარკვეულ ჯგუფებში შესაძლოა, იყო, მაგრამ მთლიანობაში უმრავლესობას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია”, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს “თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პარლამენტის კომიტეტებში დაკავებული თანამდებობები დატოვეს.