იურიდიული კომიტეტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა

პარლამენტში 12 საათისთვის დანიშნული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატისთვის ნინო გვენეტაძისთვის უნდა მოესმინათ, კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა. კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტში კომიტეტის 6 წევრი მივიდა, თუმცა სხდომის გახსნისთვის სულ მცირე 8 დეპუტატის ყოფნა იყო საჭირო. ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობა თბილისში გამართულ კომიტეტის სხდომებში არ მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები