სლოვაკეთი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას გმობს

სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ ხელმოწერილ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ, საერთაშორისოდ არ აღიარებულ რესპუბლიკას შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის თაობაზე ხელშეკრულების ხელმოწერა ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების სტაბილიზაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას, რომელიც ე.წ. ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიმდინარეობს. ზემოხსენებული ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს და უხეშად არღვევს მის ტერიტორიულ მთლიანობას. ე.წ. ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს სლოვაკეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები