„საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული კავშირების დაზიანება ძალიან რთულია“
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული კავშირების დაზიანება ძალიან რთულია. მარგველაშვილმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობის შესახებ უკრაინაში ვიზიტისას ტელეკომპანია “ინტერის” ეთერში ისაუბრა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემაში „Подробностей недели“ აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში სირთულეების არ არსებობს. მარგველაშვილის განცხადებით, უკრაინაში ახლა მიმდინარე პროცესები ძალიან ჰგავს საქართველოს მოვლენებს.
“სამწუხაროდ, საქართველომ მსგავსი გზა გაიარა. ჰიბრიდული ომი საქართველომ ნახა აფხაზეთში. ახლა კი კრემლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შეთანხმებებს ამზადებს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის მთავრობაში ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების დანიშვნის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის შიდა საქმეა და კონკრეტული პირების დანიშვნაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.