ირაკლი ღარიბაშვილი 26 თებერვალს ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 26 თებერვალს ბრიუსელს ეწვევა. პრემიერი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უწყების სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟან კლოდ იუნკერთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან. კერესელიძის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობას პირველად ხვდება და ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები