ზურაბ ჯაფარიძესა და სერგო რატიანს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატეებს ზურაბ ჯაფარიძესა და სერგო რატიანს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ დეპუტატებს განუმარტა, რომ მათ მთავრობის სხდომაზე დასწრებას კანონმდებლობა უკრძალავდა.
„მთავრობის საქმიანობის შესახებ კანონში წერია, ვინ ესწრება მთავრობის სხდომაზე. მთავრობის სტრუქტურის საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად გაწერილია ის პირები, ვისაც შეუძლია სხდომაში მონაწილეობის მიღება,“ – განუმარტა თადუმაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების განმარტებით, მათ სურდათ მთავრობის წევრებისთვის პირადად გადაეცათ მათ მიერ შედგენილი 36-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები სხდომაზე არ შეუშვეს, მათ გეგმის რამდენიმე ეგზემპლარი შალვა თადუმაძეს დაუტოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები