იმერეთის რეგიონის გუბერნატორად გივი ჭიჭინაძე დაინიშნა (ვიდეო)

იმერეთის რეგიონის გუბერნატორად გივი ჭიჭინაძე დაინიშნა, – ახალი სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა. ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი იმერეთის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს, ზაზა მეფარიშვილს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები