ლევან მამალაძე იმედოვნებს, რომ მარგველაშვილი მისი შეწყალების საკითხს დადებითად გადაწყვეტს

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ლევან მამალაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მისი შეწყალების საკითხს განიხილავს და დადებითად გადაწყვეტს, – ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “იმედის კვირაში” ჩართვისას განაცხადა.
“ვაკვირდებოდი გიორგი მარგველაშვილის სიტუაციას და შეძლო გათავისუფლებულიყო პოლიტიკური ზეგავლენებისგან. დააფიქსირა, რომ ის ხალხის პრეზიდენტია. სამართლებრივი საფუძველი, რომ პრეზიდენტმა უარი მითხრას, არ არსებობს. შესაძლოა ეს იყოს მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურის თემა და იმედი მაქვს პრეზიდენტი დაძლევს”, – განაცხადა ლევან მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები