ირინე იმერლიშვილი: კიევში ჩამოვედით, რათა დავადასტუროთ უკრაინელი ხალხისადმი გვერდში დგომა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინე იმერლიშვილის განცხადებით, საქართველოს დელეგაცია დღეს კიევში ჩავიდა, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ უკრაინელი ხალხისადმი გვერდში დგომა.
“ახლა ვიმყოფებით გამოფენაზე, სადაც გამოფენილია უცხო ქვეყნის იარაღი იმის დასტურად, რომ აქ არ ომობს ერთმანეთში უკრაინელი ხალხი. ამის დასტური არაერთხელ გვქონდა ჩვენ, საქართველოში. ჩვენ, პირადად ქართულ დელეგაციას ამაში ერთი წუთით ეჭვი არ გვეპარებოდა, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს კიდევ ერთხელ ეჩვენებინა იმ დელეგაციებისთვის, იმ სტუმრებისთვის, რომლებიც არიან ჩამოსულები”, – აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა კიევში, მიხაილოვის მოედანზე, “უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების არსებობის დამადასტურებელ” გამოფენაზე ყოფნისას.