მანანა კობახიძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი მომავალი კვირის სხდომების დღის წესრიგში შევა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარმოდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით კოალიციას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს.
მისივე თქმით, საკითხზე ცალკეულ ფრაქციებში მსჯელობა გაიმართება. დეპუტატის ვარაუდით, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი მომავალი კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში შევა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა ხვალ ოფიციალურად ეწურება. ხვალვე პარლამენტში კომიტეტების დონეზე, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურის, ნინო გვენეტაძის მოსმენა იწყება.