ავთანდილ ბერიძე: დავსახეთ გეგმა, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ხვალ და ზეგ
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის შეფასებით, საქმე აჭარის უმაღლესი საბჭო დათხოვნამდე არ მივა.
ბერიძის განცხადებითვე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და კოალიციის წევრებმა აჭარაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხედვები გაცვალეს.
„შევხვდით პოლიტსაბჭოს, რომელსაც აინტერესებდა აჭარაში მიმდინარე პოლიტიკური ამბები. ასევე, აინტერესებდა უმაღლეს საბჭოში არსებული ვითარება და ასევე, მომავალში რა პროგნოზები გვაქვს. ჩვენ მოვახსენეთ ჩვენი ხედვები და არსებული მდგომარეობა. მათ გაგვიზიარეს თავისი აზრები. მოვილაპარაკეთ, რომ გავაგრძელებთ პოლიტისაბჭოსთან თანამშრომლობას. დავსახეთ რაღაც გეგმა, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ხვალ და ზეგ. უნდა ვიმოქმედოთ კანონის და კონსტიტუციის მიხედვით,- განაცხდა ავთანდილ ბერიძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან გადააყენეს.