„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლებს მოუსმინეს

ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლებს მოუსმინეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პოლიტსაბჭოს წევრებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების შესახებ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, რეგიონში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. მთავრობის მეთაურმა აჭარის წარმომადგენლებს კოალიციის სამოქმედო გეგმა და უახლოეს მომავალში გასატარებელი ღონისძიებები გააცნო. პოლიტსაბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციურ ჩარჩოებში გააგრძელებს საქმიანობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები