დავით საგანელიძე აჭარაში რადიკალური ღონისძიებების გატარებას არ გამორიცხავს

უნდა დავსახოთ რადიკალური ღონისძიებები, რათა სიტუაცია იყოს მართული და წაადგეს რეგიონის განვითარებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ აჭარაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, პირველ რიგში, საჭიროა მომხდარის შესწავლა და მიზეზების დადგენა.

“აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი და აუცილებლად უნდა მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. უნდა დავსახოთ, ვიტყოდი, რადიკალური ღონისძიებები, რათა სიტუაცია იყოს მართული და წაადგეს რეგიონის განვითარებას. დღევანდელი შეხვედრა მოგვცემს იმის განსაზღვრის საშუალებას, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – აღნიშნა საგანელიძემ კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე შესვლამდე.

კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები “ქართული ოცნებიდან”. მსჯელობის მთავარ თემას საბჭოში განვითარებული მოვლენები წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები