დავით ბაქრაძე: უკრაინა ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოა

„მაიდანი ზოგიერთ ქართველ მინისტრსა და პოლიტიკოსს რაღაც ცუდი ჰგონია, სინამდვილეში ქვეყნისთვის თავგანწირვის, თავისუფლებისთვისა და უკრაინის ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოა“, – ამის შესახებ უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ კიევში “ღირსების მარშის” დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა, საქართველოს მსგავსად თავისუფლებისათვის იბრძვის და უკრაინელებს ქართველთა მხარდაჭერა სწორედ ახლა სჭირდებათ.

„სწორედ ამიტომ ვართ, რომ პატივი მივაგოთ გმირების ხსოვნასა და კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ უკრანიელ ერს ჩვენი უღრმესი პატივისცემა. ჩვენ გვაქვს საერთო ბრძოლა და ამ საერთო ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენც, უკრაინაც და ყველა ის ქვეყანა, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები