პარაოლიმპიურ კომიტეტს ლეგიტიმური ხელმძღვანელობა დაუბრუნდა

ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ პარაოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელობა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე აღადგინეს.

კომიტეტის ძველი ხელმძღვანელობა ფედერაციის ოფისში უზენაესი სასამართლოს განჩინებით მივიდა და ბოლო ორი წლის განმავლობაში მომუშავე ხელმძღვანელობას ოფისის დატოვება მოსთხოვა. თანამდებობაზე აღდგენილი ხელისუფლება იძულების წესით, საპატრულო პოლიციის დახმარებით, შევიდა პარაოლიმპიურ კომიტეტში.

დაპირსიპირება ორი წლის წინ ჩატარებული საპრეზინდენტო არჩევნების შემდეგ, 2013 წელს დაიწყო. სამივე ინსტანცია 2012 წლის 7 დეკემბერს არჩეულმა ლევან ოდიშარიამ და მისმა გუნდმა მოიგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები