ტყემალაძე იმერეთის გუბერნატორზე: როგორც ჩანს, მისთვის ახალი თანამდებობა შეუთავსებელი აღმოჩნდა
როგორც ჩანს მისთვის ახალი თანამდებობა შეუთავსებელი აღმოჩნდა, – ასე გამოეხმაურა მმართველი კოალიციის წევრი, დეპუტატი, ზურაბ ტყემალაძე იმერეთის ყოფილი გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებას.
ტყემალაძე ფიქრობს, რომ მეფარიშვილის გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ იყო მისი პირადი გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა.
“მან გააკეთა განცხადება, რომ დატოვა თანამდებობა. როგორც ჩანს, მისთვის ახალი თანამდებობა შეუთავსებელი აღმოჩნდა და არჩია, რომ პროფესიული საქმიანობა გაეგრძელებინა. დაინიშნება ახალი გუბერნატორი და ის ახალი შემართებით შეუდგება საქმიანობას,” – აცხადებს ტყემალაძე.