ზვიად კვაჭანტირაძე: მომსწრენი ვართ გამოფენის, რომელიც ადასტურებს რუსეთის სამხედრო ნაწილების ყოფნას უკრაინაში

დღეს კიევის დედაქალაქში ევროპის ქვეყნის ძალიან ბევრი ლიდერია ჩამოსული, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს სრულ სოლიდარობაზე უკრაინელი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ უკრაინაში „ღირსების მარშში“ მონაწილეობის მისაღებად გამგზავრებულმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად უკრაინელ ხალხს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

„მომსწრენი ვართ, ძალიან საინტერესო გამოფენის, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს კონკრეტულად რუსეთის ფედერაციის რეგულარული სამხედრო ნაწილების ყოფნას უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში და მათ პირდაპირ ჩართულობას ომში. დღეს კიევის დედაქალაქში ევროპის ქვეყნის ძალიან ბევრი ლიდერია ჩამოსული საქართველოს დელეგაციის ჩათვლით, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ჩვენს სრულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები