ზურაბ ტყემალაძე: კოალიციის პოლიტსაბჭოს ნინო გვენეტაძის კანდიდატურაზე დადებითი განწყობა აქვს

კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებითაც იმსჯელეს. როგორც ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს წევრებმა განუცხადეს, მათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით დადებითი განწყობა აქვთ.
“სხვა საკითხებთან ერთად დღეს ნინო გვენეტაძის საკითხზეც ვიმსჯელეთ. პოლიტსაბჭოს მის მიმართ ნეგატიური განწყობა არ გააჩნია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის ფრაქციებში განსახილველი საკითხი. ყველა ფრაქცია იმსჯელებს მის კანდიდატურაზე და შემდეგ ერთობლივად ჩამოვყალიბდებით ექნება თუ არა მას კოალიციური მხარდაჭერა”, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები