ვიქტორ დოლიძე: ჩემი ვენაში ვიზიტი ზურაბ აბაშიძის გამო შეწყდა

„თავისუფალი დემოკრატების” წევრის ვიქტორ დოლიძის განმარტებით, ვენაში ვიზიტის შეწყვეტის მიზეზი ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გადაყენება გახდა.
როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, დღეს “თავისუფალი დემოკრატები” შეხვედრას გამართავენ და მიმდინარე პროცესებზე გადაწყეტილებას მიიღებენ.
ვიქტორ დოლიძე არ გამორიცხავს, რომ თანაგუნდელებთან  კონსულტაციის შემდეგ მან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.
“ზურაბ აბაშიძის გამო ვიზიტი შეწყდა და ვფიქრობ, რომ უნდა განვიხილოთ ფრაქციის წევრებთან თემა, რომელიც მას უკავშირდება. მე არ მქონდა ადამიანური უფლება, რომ ვყოფილიყავი ვენაში. ზურა აბაშიძე ვიცე-სპიკერი აღარ იყოს და ამ პოლიტიკურ კონიუნქტურაში იქ დავრჩე, ჩემს თავს ამის უფლებას არ მივცემ”, -განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები