დავით საგანელიძე: ვიქტორ დოლიძის გადაწყვეტილება ძალიან გამიკვირდა

„ვიქტორ დოლიძის გადაწყვეტილება ძალიან გამიკვირდა“ – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ვენაში ოფიციალური ვიზიტზე მყოფ ვიქტორ დოლიძის გადაწყვეტილებას, რომელმაც მოულოდნელად ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნებდა. როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოლიძემ, ისევე როგორც სხვა ყველამ იცოდა, რომ ვიცე-სპიკერობიდან ზურა აბაშიძის გამოთხოვის საკითხი დღის წესრიგში იდგა.
„მე ვიქტორ დოლიძის გადაწყვეტილება ძალიან გამიკვირდა. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს იმისა, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს ვიცე-სპიკერის უმრავლესობიდან გამოწვევის გამო, რაც ყველამ იცოდა, რომ ასეც იქნებოდა, მნიშვნელოვანი ვიზიტი შეეწყვიტა და დაბრუნებულიყო საქართველოში. არ ვიცი, აქ უფრო მნიშვნელოვანი თემებით ჩამოვიდა, ვიდრე ოფიციალური ვიზიტია? ჩემთვის ეს გაუგებარია”, – აღნიშნა საგანელიძემ.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ვიქტორ დოლიძის მიერ ვენაში ვიზიტის შეწყვეტას საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. როგორც ალასანიამ “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა, ვიქტორ დოლიძე ვიზიტის შეწყვეტის მიზეზებთან დაკავშირებით განცხადებას თავად გააკეთებს.
ავსტრიაში მყოფმა ვიქტორ დოლიძემ ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში გუშინ დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები