ნინო გვენეტაძეს საპარლამენტო კომიტეტებში მომავალ კვირას მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო გვენეტაძეს საპარლამენტო კომიტეტების სხდომებზე მომავალი კვირის განმავლობაში მოუსმენენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განუცხადა.
“ჩვენ გვაქვს ჩვენი რეგლამენტი. მომავალი კვირა დაეთმობა საკომიტეტო მოსმენებს, ფრაქციებსა და უმრავლესობა-უმცირესობებთან შეხვედრებს. ალბათ, მათზე გარკვეული პოზიცია ჩამოყალიბდება. ამის შემდეგ, როცა იქნება კენჭისყრა, სესიაზე გავა საკითხი”, – განაცხადა საგანელიძემ.
როგორც საგანელიძემ აღნიშნა, 23 თებერვლიდან, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე აღნიშნულ მოვალეობას მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები