კოალიცია “ქართული ოცნება” აჭარის უმაღლესი საბჭოს საკითხზე იმსჯელებს
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას, ტრადიციულად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
როგორც ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა, სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებზეც იმსჯელებენ.
“ერთ-ერთი თემა იქნება აჭარის უმაღლესი საბჭოს საკითხი. რა გადაწყვეტილებამდე მივალთ, ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ. როგორც იცით, კოალიციის პოლიტსაბჭო და მთავრობა უახლოეს ხანში ისედაც გეგმავდა აჭარაში გასვლითი სხდომის ჩატარებას, როგორც ეს ლიკანში გვქონდა. ასე რომ, ეს თემა მასზეც იქნება განხულული”, – აღნიშნა საგანელიძემ.