„უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის მიმართ გადადგმული ძალიან არამეგობრული ნაბიჯია“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინის მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ უკრაინის პრეზიდენტისა და მთავრობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
გია ჟორჟოლიანის შეფასებით, ეს უკრაინის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გადადგმული არამეგობრული ნაბიჯია.
„პოროშენკოს ადგილას მე ამას არ გავაკეთებდი. ეს უკრაინის მხრიდან ჩვენს მიმართ გადადგმული ძალიან არამეგობრული ნაბიჯია. ბუნებრივია, ამ ნაბიჯზე არა არის დამოკიდებული ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ჩვენ ძველებურად გავაგრძელებთ უკრაინის მხარადჭერას მის ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში, კვლავაც ძველებურად ვითანამშრომლებთ მათთან ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით მაგრამ, კვლავაც ავღნიშნავ, რომ ამით მათ ჩვენს მიმართ არამეგობრული ნაბიჯი გადადგეს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.