„აუცილებელია მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ეკონომიკის განვითარების შესახებ საკუთარი ხედვა წარმოადგინოს“

მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა როგორც პარლამენტის, ისე საზოგადოების წინაშე, განმარტებები უნდა გააკეთოს, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი პარლამენტში უნდა მივიდეს, მაგრამ ამ შეხვედრას „ნაციონალების“ მიერ წარმოდგენილი კინკლაობის ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.
„არამარტო ლარის კურსთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად, საქართველო ეკონომიკის განვითარების შესახებ აუცილებელია მათ საკუთარი ხედვები წარუდგინონ საზოგადოებას. მხოლოდ ის, რომ ბიზნესზე ზეწოლა არ ხორციელდება, ეკონომიკას ვერ განავითარებს. მათ ნათლად უნდა წარმოაჩინონ ამ კუთხით თავიანთი გეგმები, მაგრამ არ მგონია, რომ ამას დებატებისა და კინკლაობის ფორმატი უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები