მარგველაშვილი გვენეტაძის კრიტიკის სანაცვლოდ, “ნაციონალებს” სააკაშვილის განცხადების გადახედვას სთხოვს

“ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა გადახედოს საკუთარი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის არქივს და უნდა ნახოს თუ როგორი აღტაცებით წარადგინა სააკაშვილმა შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში გვენეტაძე მოსამართლედ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, თითიდან გამოწოვილი უწოდა.
“ქალბატონი ნინო მიხეილ სააკაშვილმა და ლადო ჭანტურიამ წარადგინეს მოსამართლედ და იმდროინდელმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ მოსამართლედ. სააკაშვილი ამ დროს იწერდა ქულებს, რომ ებრძოდა კორუფციას. მაშინდელი სააკაშვილი ახსოვს საზოგადოებას დადებითად და მაშინდელ სააკაშვილს დასჭირდა გვენეტაძისნაირი თანამოაზრე იმისთვის, რომ კორუფცია დაემარცხებინა. მაშინ კარგი იყო ნინო გვენეტაძე, რადგან იცოდა სააკაშვილმა რომ ასეთ პრინციპულს სხვას ვერ იპოვიდა?! “ნაციონალურ მოძრაობას” მინდა ვთხოვო, თავისი ლიდერის არქივს გადახედონ და ნახონ თუ როგორი ემოციით და აღტაცებით ამყარებს იმედებს სააკაშვილი მასზე. ქალბატონი ნინო მაშინაც კორუფციას ებრძოდა და შემდეგ სააკაშვილის პერიოდშიც”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები